
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 52 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია დე ფაქტო ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის გუდაუთის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში 66 ადამიანი იმყოფება, საიდანაც 63-ს კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზი აქვს. მათგან 3 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, 17-ს საშულო.
ოკუპირებულ რეგიონში სულ 726 კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 192 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 7 დაიღუპა.























