
ოკუპირებული აფხაზეთში კორონავირუსით პირველი პაციენტი გარდაიცვალა. მას თანმხლები ქრონიკული დაავადებები ჰქონდა. ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის კორონავირუსთან ბრძოლის ე.წ ოპერატიული შტაბი ადასტურებს.
გარდაცვლილი 1925 წელს დაბადებული ქალია, რომელსაც ვირუსი 11 აპრილს დაუდასტურდა.
სააგენტო Sputnik-ის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში 26 აპრილის მდგომარეობით, ვირუსი სულ 3 პაციენტს დაუდასტურდა.






















