00:41 | 2020-06-07 ავტორი: ალექსი ქამადაძე

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული ენის დღე აღნიშნეს

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული ენის დღე აღნიშნეს

ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსული ენისა და რუსი პოეტის ალექსანდრე პუშკინის დღე აღნიშნეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

ღონისძიება სოხუმის ბოტანიკურ ბაღში ჩატარდა, სადაც ოკუპირებული ცხინვალის ე.წ ელჩი, რუსეთის ელჩი და ე.წ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მონაწილეებმა ალექსანდრე პუშკინის ძეგლი ყვავილებით შეამკეს.
„ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში აღვნიშნავთ ამ დღეს. დღეს რუსული ენის საერთაშორისო დღეს, გვინდა მოვისმინოთ პუშკინის ნამუშევრებს, რომელიც ცნობილია მთელს მსოფლიოში. პოეტის ნაწარმოებები თარგმნილია სხვადასხვა ენაზე, მათ შორის აფხაზურ ენაზეც“, – აღნიშნა ოკუპირებული აფხაზეთში ე,წ რუსული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატალია კაუნმა.
ავტორი: ალექსი ქამადაძე

X