
ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალთან საქართველოს სამი მოქალაქის უკანონო დაკავებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოფიციალურად ადასტურებს.
„მისია ადასტურებს, რომ აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით მოხდა მის მიერ ოპერირებადი ცხელი ხაზის გააქტიურება და ინფორმაციის გაცვლა არსებული პრაქტიკის შესაბამისად“,- აცხადებენ ევროკავშირის წარმომადგენლობაში.
ცნობისთვის, ოკუპირებულ გალთან საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. ისინი სავარაუდოდ, იზოლატორში არიან გადაყვანილები.























