
ოკუპირებულ აფხაზეთში, ქალაქ ტყვარჩელში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო კარანტინი 20 დეკემბრის ჩათვლით გამოცხადდა.
საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, იმუშავებს მხოლოდ სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტები. ესენია: მაღაზიები, აფთიაქები და პურის საცხობები.
გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო 5 დღეში ტყვარჩელში კორონავირუსის 120 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ადგილობრივი საავადმყოფო უკვე გადავსებულია და ახალ ინფიცირებულ პაციენტებს ვერ ღებულობს.
ავტორი: თეა შონია






















