
ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 45-მდე გაიზარდა.
ადგილობრივი ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, დღეს დილით ე.წ. სამხრეთ ოსეთში ინფიცირების კიდევ 3 შემთხვევა დადასტურდა.
მათივე ინფორმაციით, დაინფიცირებულია ერთი ექიმი და ორი სამხედრო სასწავლებლის კურსანტი.
ოკუპირებულ ცხინვარლში საერთო ჯამში COVID-19-ით ინფიცირების 45 შემთხვევა დადასტურდა. მათგან 31 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.























