
ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა. ინფორმაციას შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ე.წ. სანიტარული სამსახურის ხელმძღვანელის, მარინა კოჩიევას თქმით, დღეს ვირუსი კიდევ ოთხ პირს დაუდგინდა.
ინფიცირებულები ინფექციურ საავადმყოფოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.
ცნობისთვის, ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის პირველი შემთხვევები ორი დღის წინ გამოვლინდა.






















