18:14 | 2020-05-06 ავტორი: ალექსი ქამადაძე

ოკუპირებულ ცხინვალში დედა და მისი 6 წლის შვილი დაინფიცირდა

ოკუპირებულ ცხინვალში დედა და მისი 6 წლის შვილი დაინფიცირდა

ოკუპირებულ ცხინვალში აცხადებენ, რომ ახალგორში კორონავირუსი კიდევ ორ ადამიანს — 6 წლის ბავშვს და მის დედას დაუდასტურდა.

 

დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლის, ანა გაგლოევას თქმით, ინფიცირებული დედა-შვილი, ვლადიკავკაზში სხვა დაავადებებზე მკურნალობდნენ.

 

„სამკურნალო დაწესებულებაში მათ კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარეს და გამოწერეს. სამხრეთ ოსეთში 5 მაისს დაბრუნდნენ და არავითარი კლინიკური სიმპტომი არ ჰქონდათ.

 

ინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,“ – განაცხადა ანა გალოევამ.

 

ამ ორი შემთხვევით ინფიცირებულების საერთო რაოდენობა 3-მდე გაიზარდა. პირველი გამოვლენილი შემთხვევა 14 წლის ბიჭს დაუდასტურდა.

 

ცნობისთვის, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დღეს დადასტურდა.

 

 

 

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X