12:52 | 2021-11-24 ავტორი: Prime Time

ოკუპირებული გუდაუთის რაიონში სამარშრუტო მიკროავტობუსის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს

ოკუპირებული გუდაუთის რაიონში სამარშრუტო მიკროავტობუსის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს

ოკუპირებული გუდაუთის რაიონში სამარშრუტო მიკროავტობუსის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შს სამინისტროს წარმომადგენელი ბადრა აიბა ავრცელებს.

2021-11-24"ტელევიზიიდან რომ გამოვედი, ვნახე, რომ მის ავტომობილს საბურავი ჰქონდა დაშვებული" - ვის დაეხმარა ლევან ყოჩიაშვილი

 

მისივე ცნობით, შემთხვევის დროს, რომელიც 24 ნოემბერს მოხდა, მიკროავტობუსში მგზავრებიც იმყოფებოდნენ, – წერს “აიაირა”.

 

ინცინდენტის დროს დაიჭრა სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, იგი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

 

თვითმხილველების თქმით, მას შემდეგ, რაც მიკროავტობუსს ესროლეს, ის სკოლის საპირისპირო მხარეს, მდინარე ხიფსთასთან არსებულ ელექტრობოძს შეეჯახა.

 

უწყების ინფორმაციით, მსროლელის ვინაობა უკვე დადგენილია და სამართალდამცავი ორგანოები მის დაკავებას ცდილობენ.

 

 

ნახეთ სახვა სიახლეები და ვიდეოები:

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თეა შონია

 

ავტორი: Prime Time

X