11:11 | 2020-04-01 ავტორი: Prime Time

ოკუპირებული საბერიოდან ზუგდიდის ინფექციურში შუა ხნის ქალი მიიყვანეს

ოკუპირებული საბერიოდან ზუგდიდის ინფექციურში შუა ხნის ქალი მიიყვანეს

ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოს ჩეღალის უბნიდან, ზუგდიდში სასწრაფო დახმარების მანქანამ, კიდევ ერთი პაციენტი გადმოიყვანა.

 

სასწრაფოს ჯგუფი პაციენტს ამჯერადაც წალენჯიხის მუნიციპალიტეტ სოფელ ფახულანი-წყოუშის ადმინისტრაციულ საზღვართან დახვდა. ინფორმაციას ამის შესახებ წალენჯიხის მერი ბესიკ ფარცვანია ადასტურებს.

 

„ეს გახლავთ შუახნის ქალი, რომელიც საბერიოს ჩეღალის უბნის მაღაზიის თანამშრომელია. მას ბოლო ერთი კვირაა მაღალი სიცხე აქვს და ამიტომ გადმოიყვანეს ზუგდიდის ინფექციურში“, – თქვა წალენჯიხის მერმა.

 

29 მარტს, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს ოკუპირებული საბერიოდან გადმოყვანილი 50 წლის ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტრდა. 31 მარტს, ამავე სოფლიდან გადმოიყვანეს და ინფექციურში მოათავსეს 2 მცირეწლოვანი ბავშვიც.

 

მათ CoViD-19 არ დაუდასტურდათ.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

ზუგდიდში კორონავირუსის დიაგნოზით გადმოყვანილი ქალის კონტაქტების სიაში ოთხი ექიმია
2020-03-31ზუგდიდში კორონავირუსის დიაგნოზით გადმოყვანილი ქალის კონტაქტების სიაში ოთხი ექიმია
     
მულთან და მაზლთან ერთად იყო მოსკოვში... გზაში ცუდად გახდა - დეტალები ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილ ქალზე
2020-03-30მულთან და მაზლთან ერთად იყო მოსკოვში... გზაში ცუდად გახდა - დეტალები ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილ ქალზე

 

 

 

 

ავტორი: თეა შონია

ავტორი: Prime Time

X