
იაპონიის პრემიერ-მინისტრის მოადგილის განცხადებით, ოლიმპიური თამაშები „ტოკიო 2020“ დაწყევლილია. ამის შესახებ CNN-ი წერს.
მისივე თქმით, ოლიმპიადა ყოველ მეორმოცე წელს, გარკვეული მიზეზების გამო ფერხდება.
„ოლიმპიური თამაშები, რომელიც 1940 წელს უნდა გამართულიყო არ ჩატარდა, 1980 წლის მოსკოვის თამაშები დასავლეთის ქვეყნების ბოიკოტის გამო ნახევრად ჩატარდა. კიდევ ერთი 40 წელი წელს სრულდება… მედიას მოეწონება ეს გამოთქმა თუ ვიტყვი, რომ ეს „დაწყევლილი“ თამაშებია, მაგრამ ეს რეალობაა“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრის მოადილემ.
ცნობისთვის, დღეს საბერძნეთში, ქალაქ ათენში კორონავირუსის გამო, 2020 წლის ზაფხულის თამაშების ორგანიზატორი ქვეყნისთვის ოლიმპიური ცეცხლის გადაცემის ცერემონია ცარიელ სტადიონზე, მაყურებლის გარეშე ჩატარდა.
The Olympic flame is on its way to #Tokyo2020 🔥
Tokyo Organizing committee representative Naoko Imoto has received the flame and it will now be transported to Miyagi prefecture in a specially designed #Tokyo2020 lantern. 🇯🇵#OlympicTorchRelay #UnitedByEmotion pic.twitter.com/963rIXeGtQ
— #Tokyo2020 (@Tokyo2020) March 19, 2020
შეგახსენებთ, 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები იაპონიის დედაქალაქში 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე გაიმართება.






















