14:26 | 2021-12-28 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„ომიკრონი“ მოდის ცუნამივით – გამყრელიძე

„ომიკრონი“ მოდის ცუნამივით – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, არსებობს თეორია იმის შესახებ, რომ შესაძლებელია კორონავირუსის ახალი „ომიკრონ“ ვარიანტი გახდეს კოვიდპანდემიის დასასრული. თუმცა, ეს საკითხი მარტივად არ უნდა იყოს აღქმული.

 

„უკვე გამოჩნდა პირველი ნიშნები, იგივე სამხრეთ აფრიკის მრუდს თუ შეხედავთ, მრუდმა უკვე თავი ქვემოთ ჩამოწია, ანუ უკვე შეიმჩნევა კლება. სწრაფად წავიდა მაღლა და ასევე უკვე დაიწყო შემთხვევების კლების ტენდენცია. იცით, ერთ-ერთი თეორიაა, რომ შესაძლოა, “ომიკრონი” გახდეს კოვიდპანდემიის დასასრულის დასაწყისი.

 

ვაქცინირებულებს ის შედარებით მარტივად გადააქვთ, არავაქცინირებულებშიც ჯერჯერობით მსუბუქი მიმდინარეობაა. მაგრამ მარტივად ნუ შევხედავთ. ის მოდის ცუნამივით, ძალიან დიდი რაოდენობით და დიდი ზეწოლა შეიძლება იყოს ჯანდაცვის სექტორზე,” – განაცხადა გამყრელიძემ.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X