23:45 | 2021-11-29 ავტორი: Prime Time

„ომიკრონი“ საქართველოში, სავარაუდოდ, ერთ თვეში შემოაღწევს – იმნაძე

„ომიკრონი“ საქართველოში, სავარაუდოდ, ერთ თვეში შემოაღწევს – იმნაძე

„დაახლოებით ვიცით როდის მოაღწია კორონავირუსმა ჩინეთიდან, შტამმა ბრიტანეთიდან. დედამიწაზე სამწუხაროდ, ამის გაჩერება შეუძლებელია, ამიტომ ეს ყველა დროებითი ზომები ყველამ მიიღო, რათა მაქსიმალურად გადავწიოთ პერიოდი ქვეყანაში როდესაც ვირუსი შემოაღწევს.

 

ჯერჯერობით ვიცით, რომ აცრა ამაზეც მუშაობს – რაც აფრიკიდან გვაქვს ინფორმაცია. რა თქმა უნდა, შემოაღწევს ჩვენთან, საქართველო მთვარეზე არ არის, დედამიწაზეა.“ – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. წაიკითხეთ სრულად

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X