
მსოფლიოს ექიმთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ფრანკ ულრიხ მონტგომერის განცხადებით, კორონავირუსის
ისეთივე საშიში იყოს, როგორიც „ებოლას“ ვირუსია. ამის შესახებ გერმანული მედია წერს.
მონტგომერის თქმით, სპეციალისტებს ჯერ არ აქვთ ზუსტი პასუხი, თუ რამდენად საშიშია „ომიკრონი“, თუმცა ცნობილია, რომ ის საკმაოდ სწრაფად ვრცელდება.
„ყველაზე მეტად იმის მეშინია, რომ ეს შტამი შესაძლოა გახდეს ისეთივე ადვილად გავრცელებადი, როგორიც „დელტაა“, და ისეთივე საშიში, როგორიც „ებოლას“ ვირუსია.
კაცობრიობამ თავიდანვე არასათანადოდ შეაფასა კორონავირუსის საფრთხე და მას გრიპს ადარებდა. ბევრი ქვეყანა თვლიდა, რომ კოლექტიური იმუნიტეტის გამომუშავებას შეძლებს, თუმცა შემდეგ „დელტა“ შტამი გაჩნდა“, – აცხადებს მონტგომერი.
ასევე დაგაინტერტესებთ:


























