13:01 | 2021-12-14 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„ომიკრონის“ დომინაციის შემთხვევაში მაჩვენებელი 10 000 გადააჭარბებს – ბიძინა კულუმბეგოვი

„ომიკრონის“ დომინაციის შემთხვევაში მაჩვენებელი 10 000 გადააჭარბებს – ბიძინა კულუმბეგოვი

ინფიცირებას ვერ გადაურჩება ვერცერთი ადამიანი, “ომიკრონის” დომინაციის შემთხვევაში მაჩვენებელი 10 000 გადაჭარბებს, – ამ საგანგაშო განცხადებას ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აკეთებს.

სამწუხაროდ გვექნება ახალი ძლიერი მეექვსე ტალღა - ალექსანდრე გოგინავა
2021-12-14სამწუხაროდ გვექნება ახალი ძლიერი მეექვსე ტალღა - ალექსანდრე გოგინავა

მისივე თქმით, „ომიკრონს“ აქვს გავრცელების უპრეცედენტო შესაძლებლობები, რაც მძიმედ აისახება ჯანდაცვის სისტემაზე.

 

„ნებისმიერი ვარიანტი, განსაკუთრებით ის ვარიანტი, რომელიც დომინაციისკენ არის მიდრეკილი, წინა ვარიანტს სჯობნის გავრცელების სიჩქარით და ის აუცილებლად გახდება დომინანტური. ამ ვარიანტს აქვს გავრცელების უპრეცედენტოდ მაღალი შესაძლებლობები და პრაქტიკულად ინფიცირებას ვერ გადაურჩება ვერცერთი ადამიანი. ჩვენ თუ დღეს გვაქვს 3000-დან 500-მდე შემთხვევა „ომიკრონის“ დომინაციის შემთხვევაში ეს იქნება ექსპონეციური ზრდა, შიძლება ჩვენთან შემთხვევების რაოდენობამ ათი ათასს გადააჭარბოს, ოფიციალურად გამოვლენილმა რაც სრულიად კატასტროფა იქნება ჩვენი ჯანდაცვის  სისტემისთვის“, – აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.​

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X