10:00 | 2021-11-28 ავტორი: Prime Time

„ომიკრონის” გავრცელების გამო უცხოელებს ისრაელში შესვლა ორი კვირით აეკრძალებათ

„ომიკრონის” გავრცელების გამო უცხოელებს ისრაელში შესვლა ორი კვირით აეკრძალებათ

კორონავირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის“ გავრცელების გამო, უცხოელებს ისრაელში შესვლა ორი კვირით აეკრძალებათ.

 

ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

 

გამოცემის ცნობით, შეზღუდვები დაუწესდებათ ისრაელის მოქალაქეებსაც. კერძოდ, მოგზაურობის შემთხვევაში არავაქცინირებულები 7-დღიან სავალდებულოკარანტინს გაივლიან, ვაქცინირებულები კი – 3-დღიანს.

 

შეგახსენებთ, რომ კოვიდის ახალი ვარიანტი ასევე გამოვლინდა სამხრეთ აფრიკაში, ბოტსვანაში, ბელგიაში, ჰონგ-კონგში, ისრაელში, ჩეხეთსა და გერმანიაში.

 

ასევე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო სხდომაზე სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს „შემაშფოთებელი“ უწოდა. უწყებაში აცხადებენ, რომ ახალი ვარიანტის შესასწავლად რამდენიმე კვირა დასჭირდებათ, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ახალ ვარიანტს ძალიან ბევრი მუტაცია აქვს.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

სავალდებულო გახდება თუ არა ტრანსპორტში „მწვანე პასპორტი“? – მთავრობა მოქალაქეებს აფრთხილებს

 

რვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით რეგულაციები წესდება – ნახეთ წესები

 

რამდენი ლარის გადახდა მოგიწევთ მართვის მოწმობის ასაღებად

 

„ჩემი ცხოვრება იმედით და სიხარულით სავსე იქნება…“ – თაკოს რჩეული და „ნიჭიერის“ ოქროს ღილაკის მფლობელის ახლი „სიტყვა“ ქართულ პოეზიაში

 

4 თუ 5 წელი ვიცხოვრეთ ერთად, მერე შევთანხმდით, რომ ჩვენი ცხოვრება აღარ იყო საინტერესო და გავშორდით… – ელენე ხოშტარია პირველ ქმარზე

 

8-თვიანი დუმილის შემდეგ კასპში მეუღლის მკვლელობის საქმის ფიგურანტი ალაპარაკდა – ქეთევან ჩხაიძის წერილი ციხიდან

ავტორი: Prime Time

X