
მედიკოსებმა „ომიკრონის“ ერთ-ერთი პირველი სიმპტომი დაადგინეს. სამხრეთაფრიკელი მედიკოსების განცხადებით (სადაც პირველად გამოვლინდა კორონავირუსის ახალი მუტანტი ვარიანტი, თუ ხმა მოულოდნელად და უმიზეზოდ ჩაგეხრინწათ, დაუყოვნებლივ უნდა გაიკეთოთ ტესტი კორონავირუსზე. ექიმების თქმით, ხმის ჩახლეჩა „ომიკრონის“ პირველი ნიშანია.
მედიკოსების თქმით, „ომიკრონით“ ინფიცირებულ პაციენტს ხშირად წელის ტკივილიც აწუხებთ. მათივე განცხადებით, ეს სიმპტომები მანამდე არცერთი სხვა შტამების დროს არ ყოფილა რეგისტრირებული.
„ომიკრონის“ სხვა ყველაზე გავრცელებული ნიშნებია:
სურდო / გაჭედილი ცხვირი;
თავის ტკივილი;
დაღლილობა;
ცემინება;
ოფლიანობა ღამით;
მტვრევა სხეულში.






















