
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში ჯერჯერობით კორონავირუსის ახალი შტამი, „ომიკრონი“ არ დაფიქსირებულა.
მისი თქმით, ეჭვი 10 სხვადასხვა ნიმუშზე იყო, თუმცა მათგან 8 შემთხვევაში „დელტა“ და “დელტა +“ დაფიქსირდა, ხოლო 2-ზე მიმდინარეობს კიდევ ღრმა ლაბორატორიული კვლევა.
“10-მდე შემთხვევას ჩვენ ვსწავლობდით, იქიდან დადგინდა “დელტა” და “დელტა+” ძირითადად. 2-ზე მიმდინარეობს კიდევ ღრმა ლაბორატორიული კვლევა, სადაც უფრო მეტი ეჭვი გვაქვს.
გრძელდება სტაბილიზაციისკენ სვლა ნელი ტემპით, რასაც ყოველდღიურად აღვნიშნავთ. მყარად გვაქვს ბოლო 1-2 კვირაა შემცირების ტენდენცია, დადებითობის მაჩვენებლის. სამწუხაროდ, ჯერჯერობით მაღალი რჩება გარდაცვალება,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.






















