15:32 | 2021-12-28 ავტორი: Prime Time

„ომიკრონით“ ინფიცირებულებიდან, ექვს პაციენტს კოვიდი უკვე გადატანილი ჰქონდა – ამირან გამყრელიძე

„ომიკრონით“ ინფიცირებულებიდან, ექვს პაციენტს კოვიდი უკვე გადატანილი ჰქონდა – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში „ომიკრონის“ 63 შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული.

 

გამყრელიძის განამრტებით, დაინფიცირებულთა შორის უმეტესობა აცრილია და შემთხვევები მსუბუქად მიმდინარეობს. ამასთან, ინფიიცრებულებიდან ექვსს, ვირუსი უკვე გადატანილი ჰქონდა.

 

სასიხარულო ამბავი მათთვის, ვინც ბოტოქსის გაკეთებასაც აპირებს და კოვიდ ვაქცინისაც - გიორგი ფხაკაძე
2021-12-28სასიხარულო ამბავი მათთვის, ვინც ბოტოქსის გაკეთებასაც აპირებს და კოვიდ ვაქცინისაც - გიორგი ფხაკაძე

 

„ომიკრომით“ ინფიცირებულ 63 ადამიანიდან უმეტესობა აცრილია. ექვს გადატანილი ჰქონდა კოვიდი, ანუ რეინფიცირება დაფიქსირდა. მხოლოდ 5 მათგანი იყო 18 წლამდე მოზარდი და ბავშვი.

 

სტაციონარში მოთავსებულია რამდენიმე ადამიანი, მაგრამ არა იმიტომ, რომ მათ მკურნალობა სჭირდებოდათ, მათ სჭირდებათ გამოკვლევები, რადგან თანხმლები დაავადებები აქვთ.
სტაციონარში თუ არ მეშლება, არის სამი ადამიანი“. – განმარტა გამყრელიძემ.

ავტორი: Prime Time

X