
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კოორნავირუსის ახალ შტამ „ომიკრონზე“ ინფორმაციას ავრცელებს.
„SARS-CoV-2 ვირუსის ახალი შტამი B.1.1.529 პირველად სამხრეთ აფრიკაში 9 ნოემბერს აღებულ ნიმუშში გამოვლინდა.
იმ რეგიონში, სადაც დადგენილია მუტირებული შტამი, ჰოსპიტალიზაციის სიხშირე გაიზარდა 3-ჯერ, ხოლო ტესტირების დადებითობის მაჩვენებელმა 1%-დან 30%-ს მიაღწია. შტამის აღმოჩენას უკავშირდება დაინფიცირების რიცხვის მატება ახალგაზრდებში, განსაკუთრებით კი სკოლის ასაკის მოზარდებში. მოსახლეობის აღნიშნული ნაწილი ყველაზე ნაკლებად აცრილია და სოციალურად მეტად აქტიური.
2 დეკემბრისთვის „ომიკრონის“ დადასტურებული შემთხვევები უკვე 27 ქვეყანაში დაფიქსირდა.
გადადების მომატებული უნარი, კრიტიკული მიმდინარეობა, მკვეთრად გაზრდილი რეინფიცირების რისკი – ამ და სხვა საფრთხეების გათვალისწინებით რიგმა ქვეყნებმა არსებული რეგულაციები კიდევ უფრო გაამკაცრეს.
გაეცანით ომიკრონის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ვებ გვერდზე
ასევე ნახეთ: VIDEO: სანდრას რატომ არ ასამართლებენ? სიამოვნებით ვიჯდებოდი მასთან ერთად საბრალდებო სკამზე – მიხეილ სააკაშვილი























