
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ომში მონაწილე ვეტერანთა ყვველთვიური დახმარება იზრდება 100 ლარამდე.
ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ამასთან, პრემიერმა პენსიის გაზრდაზეც ისაუბრა.
„2022 წლის იანვრიდან 70 წლამდე პენსია განისაზღვრება 270 ლარის ოდენობით, ხოლო 70 წლის ზემოთ 300 ლარის ოდენობით. მაღალმთიან დასახლებებში პენსიის მოცულობა 70 წლამდე შეადგენს 312 ლარს, ხოლო 70 წელს ზემოთ პირთათვის 360 იქნება პენსია“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.























