11:18 | 2021-11-22 ავტორი: სალომე ნეფარიძე

„ონლაინ კაზინოები უნდა აიკრძალოს“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„ონლაინ კაზინოები უნდა აიკრძალოს“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„პირველ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ გავზარდოთ გადასახადები, აიკრძალოს რეკლამა და ასევე 25 წლამდე ავწიოთ ბარიერი და მეორე ეტაპზე საერთოდ უნდა აიკრძალოს ონლაინ კაზინოები“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერი მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტში ფინანსთა მინისტრი წარადგენს.

 

„პირველ ეტაპზე და ფინანსთა მინისტრს უკვე აქვს ხედვა, ფინანსთა მინისტრი წარმოადგენს საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც გულისხმობს გადასახადების გაზრდას ონლაინ კაზინოების მფლობელებისთვის და მათგან აბსოლუტური უმრავლესობა არის უცხოური კომპანიები, ჩვენი მოქალაქეების ფული გაედინება უცხოეთში, მილიარდ ხუთასი მილიონი და აქედან 99% არის გაჭირვებული მოქალაქეები, ისინი რომლებიც არ მუშაობენ.

 

ამიტომ პირველ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ გავზარდოთ გადასახადები, აიკრძალოს რეკლამა და ასევე 25 წლამდე ავწიოთ ბარიერი და მეორე ეტაპზე საერთოდ უნდა აიკრძალოს ონლაინ კაზინოები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

ნახეთ პრემიერის განცხადება ⇓

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X