
ბრიტანული ჯგუფის Coldplay-ს წევრები, ისევე როგორც მისი სოლისტი კრის მარტინი პანდემიის დროს სახლში იმყოფებიან, თუმცა კარანტინი – ეს არ არის იმის მიზეზი, რომ კონცერტი გადაიდოს.
კრის მარტინი ინსტაგრამზე პირდაპირ ეთერში ჩაერთო და ფანებისთვის თავისი კომპზოზიციები შეასრულა.
ტრანსლაცია Together, at Home (ერთად სახლში)-ის აქციის ფარგლებში გაიმართა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და საქველმოქმედო ორგანიზაცია Global Citizen-მა აამოქმედა. ეს კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილი ფონდია. აპრილის ბოლოდე ორგანიზატორები 700 მილიონ დოლარამდე თანხის შეგროვებას აპირებენ.
შემდეგ ონლაინ-კონცერტს ამერიკელი მომღერალი ჯონ ლეჯენდი გამართავს.






















