13:50 | 2021-07-11 ავტორი: Prime Time

ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე ჩაერთვება

ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე ჩაერთვება

„ტვ პირველის“ გადაწყვეტილებით, ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას საქმეზე ალტერნატიულ ექპსერტიზას დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე ჩაატარებს.

 

მათივე ცნობით, საგამოძიებო მოქმედებებს სამხარაულის ბიუროში დაესწრება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც, რომელიც სასამართლოში არხის ინტერესებს იცავს.

 

ცნობისთვის, ლექსო ლაშქარავამ 5 ივლისს სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. მას აქციაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ.

 

შსს-მ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

 

 

ასევე ნახეთ:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X