
ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.
„დილით გარდაცვლილი იპოვა დედამისმა ლოგინში… მიზეზი ჯერ არ იციან,“ – წერს ლევან შერმადინი.
ცნობისთვის, ლაშა ლაშქარავამ 5 ივლისს სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. მას აქციაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ.
„პრაიმტაიმი“ მწუხარებას გამოთქვამს ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს, ჩვენს კოლეგებს ამ დიდ ტრაგედიას.






















