
ოპოზიცია 20 ივნისის აქციაზე მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენს. ამის შესახებ ინგა გრიგოლიას გადაცემა „რეაქციაში“ “გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა.
ოქრუაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა ოპოზიციამ თბილისში დარჩენილი ექვსი ოლქი უნდა აითვისოს, რაზეც პრეტენზიას შვიდი კანდიდატი აცხადებდა.
ოქრუაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციური ერთობის შენარჩუნების მიზნით საკუთარ კანდიდატურას ხსნის.
რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, ოქრუაშვილს სრული სია არ გაუხმოვანებია, თუმცა თქვა, რომ უპირობოდ დაუჭერს მხარს ელენე ხოშტარიას და ალეკო ელისაშვილის კანდიდატურებს.























