13:55 | 2020-05-21 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ოპოზიცია ამბობდა, რომ გახარიას გული უსკდებოდა პარლამენტში მოსვლაზე, სამჯერ მოუწევს მოსვლა – მდინარაძე 

ოპოზიცია ამბობდა, რომ გახარიას გული უსკდებოდა პარლამენტში მოსვლაზე, სამჯერ მოუწევს მოსვლა – მდინარაძე 

გიორგი გახარიას მოკლე პერიოდში სამჯერ მოუწევს პარლამენტში მოსვლა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

 

მდინაარძემ აღნიშნა, რომ მას ბევრი კითხვა პრემიერთან არ აქვს. რაც შეეხება ოპოზიციას, მდინარაძე მიიჩნევს, რომ ისინი კვლავაც სპეკულაციებით არიან დაინტერესებულნი.

 

რა უნდა იცოდეთ მათ, ვინც საბანკო გადასახადის კიდევ ერთხელ გადავადებას გეგმავთ
2020-05-21რა უნდა იცოდეთ მათ, ვინც საბანკო გადასახადის კიდევ ერთხელ გადავადებას გეგმავთ

 

„მე პირადად ბევრი კითხვა არ მაქვს პრემიერთან, რადგან ჩართული ვარ ყოველდღიურად, მათ შორის, გადაწყვეტილების მიღების და აღსრულების პროცესში, როგორც ბევრი პარლამენტარი.

 

ოპოზიცია ამბობდა, რომ თითქოს გიორგი გახარიას გული უსკდებოდა პარლამენტში მოსვლაზე და მათი კითხვების გაგონებაზე, თუმცა, 27- შიც მოდის, 29 – შიც ინტერპელაციით მოდის. ივნისში უკვე რეგლამენტის თანახმად მოუწევს.

 

მოკლე პერიოდში სამჯერ მოუწევს მოსვლა და ყველა კითხვას დარწმუნებული ვარ, ამომწურავ პასუხებს გასცემს. ერთ მხარეს არის საქმე, მეორე მხარეს – სპეკულაცია, რომელიც მაგალითად ამაში გამოიხატება:

 

ცნობილია, როდის მოუსმენენ გიორგი გახარიას პარლამენტში
2020-05-21ცნობილია, როდის მოუსმენენ გიორგი გახარიას პარლამენტში

 

29 – ში როცა იბარებდნენ ინტერპელაციის წესით, ზუსტად იცოდნენ, რომ ამის მერე 2 დღეში უნდა ყოფილიყო წერილობითი ანგარიში წარმოდგენილი პარლამენტში.

 

დარწმუნებული ვარ, რეგლამენტი ყველას აქვს წაკითხული და თუ არ აქვთ, ცალკე პრობლემაა;

 

შემდეგ მომდევნო თვეში უნდა მოვიდეს და ამ ანგარიშზე უნდა ისაუბროს.

 

რადგან ასე აინტერესებთ დეტალები, პრემიერმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ 27 – შიც მოვა, 29 – შიც და ივნისშიც,”- განაცხადა მამაუკა მდინარაძემ.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X