12:26 | 2020-06-02 ავტორი: Prime Time

ოპოზიცია გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ გაფართოებას გეგმავს

ოპოზიცია გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ გაფართოებას გეგმავს

„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ოპოზიციური პარტიების „ძალა ერთობაშია“ პოლიტიკურ გეგმებზე საუბრობს და მისი გაფართოების სურვილს გამოთქვამს.

 

ოპოზიცია საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე ვერ თანხმდება?! - როგორია გეგმა „ბ“
2020-06-01ოპოზიცია საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე ვერ თანხმდება?! - როგორია გეგმა „ბ“

 

„ჩვენს მტერს ყველაზე მეტად აშინებს ჩვენი ერთიანობა. მე ვსაუბრობ როგორც „ძალა ერთობაშიას“, როგორც ოპოზიციური ბლოკის ერთიანობაზე, მნიშვნელოვანი იქნება თუ კიდევ გაფართოვდება და პოლიტიკური ჯგუფები შემოუერთდებიან.

 

ასევე, ოპოზიციის თანამშრომლობაზე იქნება ეს მაჟორიტარ კანდიდატების შესახებ კონსულტაციებზე, იქნება ეს არჩევნების გაყალბების კუთხით.

 

პოლიტიკაში მოსვლის დღიდან ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი კულუარული გადაწყვეტილებების და მომხრე ვიყავი საჯაროობის,“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

ოპოზიციური პარტიები 2020 საპარლამენტო არჩევნებში საერთო კანდიდატების დაყენებას გეგმავენ, თუმცა პოლიტიკოსებს შორის განსხვავებული დამოკიდებულებები გამოიკვეთა. 

 

ავტორი: Prime Time

X