
მთელი ამ კოვიდ პანდემიის პერიოდში, ოპოზიცია იმდენ ქვას ისვრის, ეს ქვები რომ შეეგროვებინათ, რაღაცის ასაშენებლად ნამდვილად ეყოფოდათ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთ საკითხად ის დაასახელა, თუ რაში უნდა დაიხარჯოს ფონდში შეგროვებული თანხა,
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ქვეყანა დეფოლტის წინაშე აღმოჩნდება და ეს არის ოპოზიციის გეგმაც.
„თქვენ მოისმინეთ ოპოზიციის ერთი საქმიანი კითხვა, ან ალტერნატიული გეგმა, რომ გახსნის გეგმა ასეთი კი არ უნდა იყოს, ისეთი უნდა იყოს?!
საერთოდ არ უსაუბრიათ. მთელი ამ კოვიდ პანდემიის პერიოდში, ოპოზიცია იმდენ ქვას ისვრის, ეს ქვები რომ შეეგროვებინათ, რაღაცის ასაშენებლად ნამდვილად ეყოფოდათ. სამწუხაროდ ასეა.
მათ აირჩიეს არასწორი ტაქტიკა შეუტიეს საპენსიო ფონდს, კოვიდიდს ფონდს, ეკლესიას იმ საქველმოქმედო დონაციას, რომელიც ადამიანებმა ამ ფონდში გააკეთეს.
დეპუტატებმა გააკეთეს გადარიცხვები, პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა გადარიცხა 100 მლნ და იმაზე კი არ იმსჯელეს, ეს რაში შეიძლება, დაიხარჯოს.
პირდაპირ დაიწყეს, რომ ასეთი ფონდი არ არსებობს და ასეთი ჩარიცხვა არ ყოფილა – ეს იყო მათი ტაქტიკა და რა თქმა უნდა, როდესაც ასეთ ტაქტიკას ირჩევ, ეს მერე რეიტინგებზეც აისახება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძე.























