
“ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია საკანონმდებლო ორგანოსთან მორიგ საპროტესტო ქციას აანონსებს.
პოლიტიკოსი მათ მომხრეებსა და ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს მოუწოდებს ხვალ, პარლამენტთან 17:00 საათზე შეიკრიბონ.
“ხვალ, ვისთვისაც სულ ერთი ნამდვილად არ არის და ასეთი ადამიანი ამ ქვეყანაში არის აბსოლუტურ უმრავლესობაში, გელოდებით 17:00 საათზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ხვალ, პარლამენტთან გელოდებით ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია როგორი საქართველო უნდა გვქონდეს მომავალში“, – განაცხადა ნიკა მელიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე.






















