
“ღიმილისმომგვრელია ყოველი არჩევნების წინ განცხადებები, რომ ოპოზიცია ემზადება რევოლუციისთვის, უკვე გავიარეთ რამდენი არჩევნები და ვნახეთ, რომ ოპოზიცია რევოლუციისთვის კი არ ემზადება, ემზადება არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლისთვის”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.
„ჩვენ 20- ვე მუნიციპალიტეტში ველოდებით გამარჯვებას, ყველა ის გაყალბება, რომელიც ვნახეთ 2 ოქტომბრის არჩევნებზე, თუნდაც, გასული წლების არჩევნებზე, ისევ ძალაშია და „ქართული ოცნება” ისევ არ იტყვის უარს ამ მექანიზმებზე და გაათმაგებულად შეეცდება მიიტაცოს არჩევნები. ჩვენ მაქსიმალურად მობილიზებულები ვიქნებით ყველა მუნიციპალიტეტში, სადაც მეორე ტური მიმდინარეობს, ძალიან ბევრი ხალხი იქნება უშუალოდ საარჩევნო უბნებთან, რომლებიც დაიცავენ ჩვენი ხალხის ხმებს. ერთადერთი და ყველაზე კარგი ეფექტი გაყალბების წინააღმდეგ არის ის, რომ უნდა ვიყოთ აქტიურები, მივიღოთ მონაწილეობა არჩევნებში”,- განაცხადა უდუმაშვილმა.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓






















