
ხვალ, 18 მაისს ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციური პარტიების პირველი შეხვედრა გაიმართება, მას შემდეგ, რაც გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი გაათავისუფლეს.
ოპოზიციიური ლიდერები აცხადებენ, რომ შეთანხმების ნაწილი ბოლომდე შესრულებული არ არის და მანამ, სანამ გიორგი რურუა არ გათავისუფლდება, საკონსტიტუციო ცვლილებებს ოპოზიციის მხარდაჭერა არ ექნება.
„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ შემდეგი ნაბიჯები, რომელსაც ოპოზიცია ელოდება რურუას გათავისუფლება და საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაა.
ეს პროცესი ბოლომდეა
მისაყვანი – რურუა უნდა გათავისუფლდეს და საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა მივიღოთ.
ჩვენი ამოცანაა, რომ შეთანხმება მივიდეს ბოლომდე და იმ საარჩევნო სისტემის მიღება,რომელიც ჯობია დღევანდელს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ოპოზიციის მხარდაჭერა, მხოლოდ რურუას გათავისუფლების შემდეგ ექნება.
იმედს ვიტოვებ, რომ
გათავისუფლდება რურუაც
რომ შეთანხმების ეს კომპონენტი სრულად შესრულდეს.
შემდეგ ოპოზიციის მონაწილეობით შევძლოთ, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც გადაგვიყვანს უფრო პროპორციულ სისტემაზე, ვიდრე გვაქვს ახლა
ოპოზიციური ერთობის წევრი პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე იმედოვნებს, რომ შეთანხმება სრულად შესრულდება.
ეს არის პრინციპული, რომ
შესრულდეს შეთანხმება, ცვლილებებია მისაღები
– ჩვენი ნაბიჯები დაგეგმილი გვაქვს. სწორი გზით მივდივართ, მაგრამ არ გვაქვს უფლება, ერთი წამით მაინც მოვდუნდეთ
„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ხათუნა სამნიძე აღნიშნავს, რომ ოპოზიცია ერთიანია პოლიტპატიმრების საკითხში.
არავითარი ერთი პირობის
შესრულება, არავითარი ბიძინა ივანიშვილის თამაშში შესვლა.
შეთანხმების იმ ნაწილში, სადაც საუბარია პოლიტიკურ დევნაზე და პოლიტპატიმრებზე, იგულისხმება როგორც გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი, რომლებიც გათავისუფლდნენ, ასევე გიორგი რურუა…
ოპოზიცია ერთიანია ამ პოზიციაში და სრულად უნდა შესრულდეს შეთანხმება
ოპოზიციური ერთობის მასპინელი, შალვა ნათელაშვილი აღნიშნავს, რომ ხვალ შეხვედრა პოლიტპატიმრების მონაწილეობით გაიმართება.
ეს შეხვედრა იქნება
პოლიტპატიმართა მონაწილეობით.
არც არავინ იოცნებოს, რომ ოპოზიცია, იგივე საპარლამენტო მონაწილეობას მიიღებს რაიმე საკონსტიტუციო ცვლილებებსა და სახელისუფლებო მანიპულაციებში
ერთი ადამიანიც რომ იჯდეს უსამართლოდ და პოლიტიკური მოტივებით ციხეში
„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების ხვალინდელი შეხვედრა 14:00 საათზეა ჩანიშნული.
პოლიტიკოსები აპირებენ განიხილონ, როგორც 8 მარტის შეთანხმების დეტალები, ასევე საკონსტიტუციო ცვლილებები.
ნახეთ, შეძლებს თუ არა მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ოპოზიციის გარეშე
ნახეთ, რას ედავებოდნენ ოქრუაშვილს, უგულავას და რურუას
ნახეთ, როგორ აფასებდნენ საერთაშორისო პარტნიორები პოლიტიკოსების პატიმრობას
ნახეთ, რას ითვალისწინებს რეალურად 8 მარტის შეთანხმება
მისაყვანი – რურუა უნდა გათავისუფლდეს და საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა მივიღოთ.
გათავისუფლდება რურუაც
შესრულდეს შეთანხმება, ცვლილებებია მისაღები
შესრულება, არავითარი ბიძინა ივანიშვილის თამაშში შესვლა.
პოლიტპატიმართა მონაწილეობით. 






















