21:59 | 2020-05-15 ავტორი: Prime Time

ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებების მხარს არ დაუჭირს, თუ გიორგი რურუაც არ გათავისუფლდება

ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებების მხარს არ დაუჭირს, თუ გიორგი რურუაც არ გათავისუფლდება

საპარლამენტო ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭირს, მანამ სანამ საპატიმროს გიორგი რურუაც არ დატოვებს.

 

ამის შესახებ განცხადება გიგი უგულავამ გააკეთა მას შემდეგ, რაც ის პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე საპატიმროდან გათავისუფლდა.

 

„არ არსებობს სანახევრო ორსულობა. გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდეს. გასაგებია რომ დღეს სალომე ზურაბიშვილი ვერ შეიწყალებდა, რადგან ის არ არის მსჯავრდებული. ის არის ბრალდებული. მაგრამ მისი გათავისუფლების სხვა მექანიზმებიც არსებობს“, – აღნიშნა ციხიდან გათავისუფლების შემდეგ გიგი უგულავამ.

 

 

ავტორი: Prime Time

X