12:26 | 2021-11-12 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

ოპოზიციამ ჩემი სტრატეგია არ აირჩია – თაკო ჩარკვიანი რუსთაველზე კარვების დადგმას ითხოვს

ოპოზიციამ ჩემი სტრატეგია არ აირჩია – თაკო ჩარკვიანი რუსთაველზე კარვების დადგმას ითხოვს

პარტია „კანონისა და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი ოპოზიციისგან ითხოვს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მიზნით, პროტესტი უფრო გაამწვავოს.

 

ჩარკვიანი „პრაიმტაიმთან“ აცხადებს, რომ ოპოზიციამ მისი სტრატეგია, რუსთაველზე მომიტინგეების მიერ ღამისთევასთან დაკავშირებით, არ გაიზიარა და პროტესტის უფრო რბილი ფორმა აირჩია.

გადაამოწმეთ, გაქვთ თუ არა მწვანე საშვი - იპოვე შენი სახელი კოვიდრეესტრში
2021-11-12გადაამოწმეთ, გაქვთ თუ არა მწვანე საშვი - იპოვე შენი სახელი კოვიდრეესტრში

 

„ვემხრობი კოალიციას და მივყვები მათ, მაგრამ მე ცოტა უფრო მწვავე პროტესტის მომხრე ვარ. ვინმემ არ იფიქროს, რომ ამას დაპირისპირების გამო ვამბობ. 30- 20 ათასის ხომ უფრო მეტად ეშინია ხელისუფლებას, ხალხი  არ უნდა გავიდეს რუსთაველიდან და იმორიგეოს, ეს გამოცდილი, აპრობირებული ხერხია.

 

ოპოზიციაში კი სხვა ტიპის სტრატეგია დაიგეგმა, მე უმცირესობაში აღმოვჩდი, მაგრამ ბევრი ადამიანი ემხრობა ჩემს სტრატეგიას. ნიკა მელია არის ლიდერი და სტრატეგია მისი გადასაწყვეტია“,- გვითხრა ჩარკვიანმა.

 

შეგახსნებთ, ოპოზიცია ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქალაქო კლინიკაში გადაყვანასა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას ითხოვს და საპროტესტო აქციებს სხვადასხვა ლოკაციაზე მართავს.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

X