22:38 | 2020-05-15 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ოპოზიციამ მასტერკლასი აჩვენა! – კოტე კემულარია

ოპოზიციამ მასტერკლასი აჩვენა! – კოტე კემულარია

ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას შეწყალებასთან დაკავშირებით პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ წევრი, კოტე კემულარია „პრაიმტაიმთან“ საუბრობს.

 

„ძალიან მძაფრი იყო საერთაშორისო საზოგადოების, ჩვენი ქვეყნის მეგობრების, ძალიან გავლენიანი ადამიანების რეაქცია მსოფლიო პოლიტიკაში.

 

მას შემდეგ, რაც ამას ამერიკის კონგრესში შეფასება მიეცა, ევროპარლამენტში ირაკლი ოქრუაშვილი, გიგი უგულავა და გიორგი რურუა არიან პოლიტპატიმრები და გაკეთდა ღია განცხადებები, ეს იყო მოსალოდნელი.

 

ივანიშვილი მყავს მხედველობაში, მაინცდამაინც იანუკოვიჩი უნდა გეძახონ, სანქციებით უნდა დაგემურონ?! ახლა ხომ წელში გატეხილია, აახლა ხომ დამარცხებულია.

 

სალომე ზურაბიშვილი ტექსტს თვალს ვერ აცილებდა და იფიცებოდა, გადაწყვეტილება არავის გავლენით არ მიმიღიაო, ამას შიშის გამო არ ვაკეთებო, ეს ხომ უკვე ტყუილია?! თვალებში ეტყობოდა, აცეცებდა აქეთ-იქით.

 

ყველაზე გულწრფელი ერთ მომენტში იყო, როდესაც თქვა, რომ მე ეს როგორც სალომე ზურაბიშვილმა ისე არ მიმიღიაო. ეს მიიღო მან, როგორც ბიძინა ივანიშვილმა, თუმცა ამ ტექსტში ყველაზე ღირებული ეს აღიარება იყო.

 

ირაკლისა და გიგის ოჯახებს ვულოცავ, ვულოცავ მთელ საქართველოს. ეს მძიმე გამოსავალია, რადგან შევრცხვით მთელი მსოფლიოს წინაშე, მაგრამ მაინც ასე ჯობდა. ოპოზიციამ მასტერკლასი აჩვენა!“, – ამბობს კემულარია.

 

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ იღებს მისთვის უმძიმეს გადაწყვეტილებას და იწყალებს გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილს.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X