10:19 | 2020-02-04 ავტორი: Prime Time

ოპოზიციამ პარლამენტთან დაგეგმილი საპროტესტო ღონისძიებები გააუქმა

ოპოზიციამ პარლამენტთან დაგეგმილი საპროტესტო ღონისძიებები გააუქმა

ოპოზიციამ პარლამენტთან დაგეგმილი საპროტესტო ღონისძიებები გააუქმა. ამის შესახებ პარლამენტის წინ მისულმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

 

მან ბაღდადში ხანძრის შედეგად დაღუპულების ახლობლებს და სრულიად საქართველოს მიუსამძიმრა.

 

„მინდა მივუსამძიმრო ოჯახს ჩემი და გაერთიანებული ოპოზიციის სახელით, ამ მძიმე ტრაგედიის ფონზე, ჩვენ როგორც პოლიტიკურმა პარტიებმა, ისე სამოქალაქო აქტივისტებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღეს პიკეტი და სირცხვილის კორიდორი არ ჩაგვეტარებინა, რადგან მიგვაჩნია, რომ ასეთი ტრაგედიის ფონზე ყველას გვჭირდება დაფიქრდება და გლოვა.

 

ასევე მინდა გულწრფელად მოვუწოდო პარლამენტს, დღეს გადაიდოს პარლამენტის სხდომა. ჩვენ ვფიქრობთ, უკვე ხვალ, იმის მიხედვით, როცა პარლამენტის გაიმართება, ხვალ 10 საათზე კვლავ შევიკრიბებით და გავაპროტესტებთ ამ უმსგავსობას“,- განაცხადა გიგი უგულავამ.

 

ბაღდათში ხანძრის შედეგად, ექვსი ადამიანი გარდაიცვალა. დაღუპულია დედა ოთხ მცირეწლოვან შვილთან ერთად. არსებული ინფორმაციით, ქალი ფეხმძიმედ იყო. კიდევ ერთი გარდაცვლილი ქალი კი არსებული ინფორმაციით, ოჯახის ახლობელია.

ავტორი: Prime Time

X