13:43 | 2021-06-21 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ოპოზიციამ თამარ ჟვანიას ბოდიში უნდა მოუხადოს – ირაკლი კობახიძე

ოპოზიციამ თამარ ჟვანიას ბოდიში უნდა მოუხადოს – ირაკლი კობახიძე

ოპოზიციამ თამარ ჟვანიას ბოდიში უნდა მოუხადოს, რასაც თამარ ჟვანიას და მთელ საარჩევნო ადმინისტრაციას აბრალებდნენ, ვერ დაამტკიცეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განცხადა.

 

მისი თქმით, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის შენიშვნები ძირითადად ტექნიკური ხასიათისაა. ასევე, საარჩევნო რეფორმა უამრავი მიმართულებით ფუნდამენტურ ცვლილებებს ითვალისწინებს.

 

კლინიკაში, სადაც 21 წლის გოგო მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა, პირველი განცხადება გაკეთდა
2021-06-21კლინიკაში, სადაც 21 წლის გოგო მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა, პირველი განცხადება გაკეთდა

 

„დოკუმენტში იყო რაღაცები, რაც ჩვენ არ მოგვეწონა, რაღაცები ოპოზიციას არ მოეწონა, თუმცა მთელი რიგი რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება. საბოლოო ჯამში, რეკომენდაციების გათვალისწინება-არგათვალისწინება რეფორმის არსს არ ცვლის. საარჩევნო რეფორმა არის ფუნდამენტური და ითვალისწინებს ფუნდამენტურ ცვლილებებს უამრავი მიმართულებით.

 

ჩვენი პოზიცია მარტივია – ოპოზიციამ თამარ ჟვანიას ბოდიში უნდა მოუხადოს, რასაც თამარ ჟვანიას და მთელ საარჩევნო ადმინისტრაციას აბრალებდნენ, ვერ დაამტკიცეს, ბუნებრივია, ასეთ დროს ბოდიში უნდა მოიხადო, თუ ღირსება გაქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X