14:10 | 2021-03-09 ავტორი: Prime Time

ოპოზიციას აქვს უნიკალური ბერკეტი პარლამენტში შესვლით ჩამოაყალიბოს დროებითი საგამოძიებო კომისია და გამოიძიოს გამოსაძიებელი – გია აბაშიძე

ოპოზიციას აქვს უნიკალური ბერკეტი პარლამენტში შესვლით ჩამოაყალიბოს დროებითი საგამოძიებო კომისია და გამოიძიოს გამოსაძიებელი – გია აბაშიძე

ოპოზიციას აქვს უნიკალური ბერკეტი პარლამენტში შესვლით ჩამოაყალიბოს დროებითი საგამოძიებო კომისია და გამოიძიოს გამოსაძიებელი, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე “ტვ პირველის მიერ” ფარული აუდიოჩანაწერის გავრცელებას.

 

“„ტვ პირველში” გასული შაბათის სიუჟეტის შემდეგ, გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე;

 

– ალეკო ელისაშვილი ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს;

 

„ხო არ გამო**დით თქვენ, რეებს იტყუებით?“- კაბუ „მთავარ არხს“ სიცრუეში ადანაშაულებს
2021-03-09„ხო არ გამო**დით თქვენ, რეებს იტყუებით?“- კაბუ „მთავარ არხს“ სიცრუეში ადანაშაულებს

 

– “ნაციონალურ მოძრაობასა” და მის ანასხლეტებს არ მოწონთ პროკურატურის მიერ უკანონო ჩანაწერა/მიყურადებაზე საქმის აღძვრა და სახელისუფლებო ე.წ. ტერორის ბრიგადების გამოძიებას მოითხოვენ;

 

– ფაქტია, რომ ოპოზიციას აქვს უნიკალური ბერკეტი პარლამენტში შემოსვლით ჩამოაყალიბოს დროებითი საგამოძიებო კომისია და გამოიძიოს გამოსაძიებელი. მხოლოდ ქუჩიდან და ტელეეკრანებიდან პოლიტიკა არ კეთდება არცერთი ქვეყნის არცერთ პოლიტიკურ ველზე;

 

– იმედისმომცემია ის ახალი ამბავიც, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მიშელმა კრისტიან დანიელსონს საქართველოში ევროკავშირის მხარადჭერილ მედიაციის პროცესში მონაწილეობა შესთავაზა. ჩამოვა ევროპელი გამოცდილი დიპლომატი და რა პასუხს გაცემს ნაცოპოზიცია შესვლა-არშესვლაზე და საპარლამენტო გამოძიებაზე, უახლოესი პერიოდი დაგვანახებს“, – წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

 

“ტვ პირველის” ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც მათივე მტკიცებით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის დასჯას უკვეთავს.

 

ამასთან, გენპროკურატურამ კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის და მიყურადების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

„საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩანაწერის მოპოვების და გავრცელების კანონიერების დასადგენად. გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობის დადგენის მიზნით დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზები.
გამოძიების შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ავტორი: Prime Time

X