22:33 | 2021-10-03 ავტორი: Prime Time

ოპოზიციაში რა უხარიათ, რას ზეიმობენ და რას გვილოცავენ, ალალად ვერ გავიგე – დავით ზურაბიშვილი

ოპოზიციაში რა უხარიათ, რას ზეიმობენ და რას გვილოცავენ, ალალად ვერ გავიგე – დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკოსი დავით ზურაბიშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გარშემო მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

 

როგორც პოლიტიკოს ამბობს, პოლარიზაცია გაგრძელდა, გაღრმავდა, გაფართოვდა და თითქმის შეუქცევადი სახე მიიღო.

 

„არჩევნების შედეგებზე ვრცლად ცოტა მოგვიანებით დავწერ, მაგრამ:

 

ა) ქართულმა ოცნებამ აიღო 43 პროცენტზე მეტი, რის შედეგადაც დღის წესრიგიდან მოიხსნა რიგგარეშე არჩევნების საკითხი

 

ბ) ოცნებამ ორიოდ გამონაკლისის გარდა ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოში (მათ შორის თბილისშიც) მოიპოვა უმრავლესობა და იმ გამონაკლისებშიც სხვა პარტიებთან კოალიციის წყალობით მაინც უმრავლესობაში იქნება.

 

გ) მეორე ტურების ბედს ფაქტობრივად წყვეტს გახარიას პარტიის ამომრჩეველი, რომლებიც ძალიან მაღალი ალბათობით უფრო ოცნების კანდიდატებს დაუჭერენ მხარს, ვიდრე ნაცმოძრაობისას. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ რახან ხელისუფლებამ გადალახა 43 პროცენტი, ესეც გარკვეული ფსიქოლოგიური უპირატესობაა მეორე ტურის წინ.

 

ე) მიშა დაიჭირეს და ბიძინაობაც მოგვილოცეს.

 

ვ) ოპოზიციაში რა უხარიათ, რას ზეიმობენ და რას გვილოცავენ, ალალად ვერ გავიგე.

 

მოკლედ, თუ სერიოზულად არ გავაანალიზეთ არსებული რეალობა და რაღაც არ ვიღონეთ, ბოლო-ბოლო კი მობეზრდება ხალხს ეს ცირკი და კი შეცვლიან ალბათ ნაცები და განაცებული შუაშისტები ამ ხელისუფლებას ასე 2040 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, მანამდე კი გვექნება ყოველდღიური ბიძინაობა, აქედან გამომდინარე შედეგებით“,- წერს დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

 

ცნობისთვის, 2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ცესკოს წინასწარი მონაცემები ასეთია:

 

“ქართული ოცნება” – 46.68%

 

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”– 30.7%

 

გიორგი გახარია “საქართველოსთვის” – 7.8%

 

ასევე ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები და ვიდეოები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X