09:57 | 2021-10-20 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

ოპოზიციის ნაწილი თბილისის ე.წ. ჩრდილოვან მთავრობას დღეს წარადგენს

ოპოზიციის ნაწილი თბილისის ე.წ. ჩრდილოვან მთავრობას დღეს წარადგენს

ოპოზიციის ნაწილი თბილისის ე.წ. ჩრდილოვან მთავრობას დღეს წარადგენს. როგორც ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, შემადგენლობა თითქმის შეჯერებულია.

 

დეტალები, ამ ეტაპზე, არ ხმაურდება, თუმცა “ლელოში” ამტკიცებენ, რომ მათ საკვანძო პოზიციები ექნებათ. ამ ერთიანობას არ უერთდება “სტრატეგია აღმაშენებელი – მესამე ძალა”, მიზეზად კი 2 ოქტომბრის მიღებულ შედეგებს ასახელებს.

 

ოპოზიციის განმარტებით, ყველა ქალაქში, სადაც ოპოზიციური კანდიდატები მეორე ტურში გადავიდნენ, თანამოქალაქეებს მრავალპარტიულ საფუძველზე შექმნილ ჩრდილოვან მთავრობებს შესთავაზებენ.

 

“მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ პროფესიონალიზმის ნიშნით ყოფილიყვნენ ადამიანები შერჩეული ამ პოზიციებზე, ასეც მოხდა. თითოეული მათგანი, მე დარწმუნებული ვარ არის ისეთი, რომელსაც სურს უკეთესობისკენ შეცვალოს ქალაქის მმართველობა, – განაცხადა ენმ-ის წევრმა ბაჩო დოლიძემ.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

X