
პარლამენტთან ოპოზიციონერი ლიდერები დღეს პარლამენტთან აქციის ჩატარებას გეგმავენ. ინიციატივით „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე გამოვიდა.
„თუ მართლა გიყვართ საკუთარი შვილები და აქ გინდათ იცხოვრონ, ხმა ამოიღეთ, აჩვენეთ ამ მართლა ყ***ბს, ვინ არის ყ** – დღეს საღამოს, 8 საათზე, გამოდით და ჩუმად დადექით“,- ამბობს ჯაფარიძე.
მის ინიციატივას უერთდება პოლიტიკური მოძრაობა „დროა“, ასევე „ევროპული საქართველო“.
აქცია პარლამეტნთან 20:00 საათზე დაიწყება. როგორც ზურაბ ჯაფარიზე ამბობს, ეს მდუმარე აქცია იქნება. ოპოზიციონერი ხალხს აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოებს.
ნობისთვის, აქციაზე, რომელიც თბილისი პრაიდის წინააღმდეგ გაიმართა, დაძაბული ვითარებაა. აქციის მონაწილეებმა მედიის წარმომადგენლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რა დროსაც საპატრულო ეკიპაჟების მიერ ჟურნალისტებისა და ოპერატოპრების მშვიდ ადგილზე გადაყვანა გახდა საჭირო.
მოძალადეებმა დაარბიეს „სირცხვილიას“ და „თბილისის პრაიდის“ ოფისიც. პრემიერმა განაცხადა, რომ “მიზანშეუწონელია” “ღირსების მარშის” გამართვა. ამასთან, სამოქალაქო აქტივისტვი, გიგა მაქარაშილი აცხადებს, რომ ღირსების მარში მაინც ჩატარდება.
მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმაც. პრემიერი ამბობს, რომ ყველა პირი იდენტიფიცირებული იქნება და დაისჯება.
ასევე ნახეთ:






















