20:27 | 2021-08-17 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„31 დეკემბრამდე 4 500 ადამიანი გვიკვდება“ – რას ეყრდნობა ჭიაბერაშვილის მათემატიკური კოვიდ-გაანგარიშება

„31 დეკემბრამდე 4 500 ადამიანი გვიკვდება“ – რას ეყრდნობა ჭიაბერაშვილის მათემატიკური კოვიდ-გაანგარიშება

ჯანდაცვის სპეციალისტი ზურაბ ჭიაბერაშვილი ფეისბუკზე პოსტს აქვეყნებს, სადაც კოვიდ-19-თან ბრძოლის პროცესში ვაქცინაციის მნიშვნელობაზე საუბრობს და მოსახლეობის იმუნური ფენის შექმნისთვის მათემატიკურ გაანგარიშებას გვთავაზობს.

 

„სიკვდილის არითმეტიკა.​ კოვიდით სიკვდილიანობა რომ შევაჩეროთ, საზოგადოებრივი იმუნიტეტი უნდა გამოვიმუშაოთ ვ ა ქ ც ი ნ ა ც ი ი თ.

 

საზოგადოებრივი (პოპულაციური) იმუნიტეტის შექმნას სჭირდება მოსახლეობის მინიმუმ 60%-ის აცრა 2 დოზით. [დელტა ვარიანტის გათვალისწინებით, 75-80%-ც, მაგრამ ვიანგარიშოთ მინიმუმ 60%-ზე.]

 

3.7 მლნ ადამიანი x 60% x 2 დოზა = 4.44 მლნ დოზა, ანუ მინიმუმ 4.44 მლნ აცრა უნდა ჩატარდეს ქვეყანაში, რომ სიკვდილიანობა მინიმუმამდე დავიყვანოთ.

 

17 აგვისტოს მონაცემებით ჩატარებულია 831,815 აცრა, ანუ მინიმუმ 4.44 მლნ – 831,815 = 3.6 მლნ დოზა უნდა გაკეთდეს, რომ საზოგადოებრივ იმუნიტეტს მივაღწიოთ.

 

სრული უპასუხისმგებლობაა, რომ დღემდე არაფერი ვიცით, როგორ გარემოში მოიწევთ ჩვენ შვილებს სწავლის გაგრძელება - თინა ხიდაშელი
2021-08-17სრული უპასუხისმგებლობაა, რომ დღემდე არაფერი ვიცით, როგორ გარემოში მოიწევთ ჩვენ შვილებს სწავლის გაგრძელება - თინა ხიდაშელი

 

დღეში კეთდება 25-26 ათასი აცრა. მოდით, ოპტიმისტურად ავიღოთ 30 ათასი. (და მხედველობაში არ მივიღოთ ვაქცინაციისადმი სერიოზული უნდობლობა, რომელიც მთავრობის საინფორმაციო უმოქმედობამ წაახალისა.)

 

ამ ტემპით 3.6 მლნ დოზის გაკეთებას დასჭირდება 3.6 მლნ : 30,000 = 120 დღე ანუ 4 თვე. ამ ტემპით (თუ ვაქცინების შემოტანაში შეფერხება არ იქნა!), საზოგადოებრივ იმუნიტეტის მინიმუმ დონეს 4 თვეში მივაღწევთ ანუ, როგორც მთავრობა დაგვპირდა, წლის ბოლოს. გაგვიხარდეს?

 

ახლა სხვა დათვლა გავაკეთოთ. ოპტიმისტურად ავიღოთ, რომ სიკვდილიანობა 50-ზე ზემოთ არ ადის მომდევნო 2 თვე – 15 ოქტომბრამდე (ერთი წამით დავიჯეროთ, რომ ტრანსპორტის გაჩერება და საველე ჰოსპიტალი შველის ამ საქმეს ), ხოლო არჩევნების ჩატარების მეორე დღესვე ღარიბაშვილი აცხადებს “ლოქდაუნს” (ეს აქვთ ჩაფიქრებული), რომელის შედეგად 15 ოქტომბრიდან თანდათან იწყება სიკვდილიანობის შემცირება და 15 დეკემბრისთვის ჩამოვდივართ ერთეულ გარდაცვალებაზე დღიურად.

 

ბოლო დროის ყველაზე ანტივაქსერული ნაბიჯი ტრანსპორტის გაჩერება იყო - მაია ბუწაშვილი
2021-08-17ბოლო დროის ყველაზე ანტივაქსერული ნაბიჯი ტრანსპორტის გაჩერება იყო - მაია ბუწაშვილი

 

აი, ამ ოპტიმისტური სცენარითაც კი გვიკვდება მინიმუმ 4 500 ადამიანი დღეიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.

 

მუნიმუმ 4500 ადამიანი – ესაა დაგვიანებული ვაქცინაციის, ღარიბაშვილის მიერ ივნისის ბოლოდან შექმნილი სრული უკონტროლობის (არც მანამდე იყო ადეკვატური კონტროლი რეგულაციების შესრულებაზე), და „გადამწვარი“ სამედიცინო პერსონალის (რომელსაც საველე ჰოსპიტალი ვერ დაეხმარება) ფ ა ს ი.

 

რეალური მსხვერპლი, სავარაუდოდ, გაცილებით მეტი იქნება, ზოგიერთი დათვლით – 3-ჯერ მეტი“, – წერს ჭიაბერაშვილი.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X