11:22 | 2020-08-18 ავტორი: Prime Time

ოქრუაშვილი: ერთხელ და სამუდამოდ დავასრულებთ ქილიკს, თითქოს ოპოზიციაში უთანხმოება და გაუგებრობა არსებობს

ოქრუაშვილი: ერთხელ და სამუდამოდ დავასრულებთ ქილიკს, თითქოს ოპოზიციაში უთანხმოება და გაუგებრობა არსებობს

ერთხელ და სამუდამოდ დავასრულებთ იმ ქილიკს, რომ თითქოს ოპოზიციაში უთანხმოება და გაუგებრობა არსებობს, – ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, „ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

 

„ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი დღეს ის არის, რომ უნდა შევთანხმდეთ იმ დეკლარაციაზე, რომელიც ხმების ერთობლივ დაცვას შეეხება. ყველა პარტია ვალდებულებას აიღებს, რომ ყველა ერთმანეთის ხმებს დავიცავთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

 

მეორე, დავასრულებთ ერთხელ და სამუდამოდ იმ ქილიკს, რომ თითქოსდა ოპოზიციაში უთანხმოება არსებობს. შევთანხმდებით, თბილისში დარჩენილ ორ ოლქზე. რა იქნება წინასწარ ვერ გეტყვით,“- განაცხადა ოქრუაშვილმა.

 

ასევე ნახეთ:

 

დავითაია: მიმდინარე კონსულტაციები, მიზნად ისახავს, ოქრუაშვილი წარდგენილი იყოს საბურთალოზე, ზურაბ ჯაფარიძე – დიდუბე-ჩუღურეთში

 

ავტორი: Prime Time

X