
აჭარაში, ოპოზიციის ადგილობრივი წარმომადგენელი ასლან ვაშაყმაძე, რომელიც უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ირაკლი ოქრუაშვილის პარტიიდან იყრიდა კენჭს, პოლიციელებს ემუქრება.
სკანდალურ „ფეისბუქ” ლაივში ვაშაყმაძე თანამოაზრეებს მოუწოდებს სამართალდამცველებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
„როგორც გინდათ ისე ჩამითვალეთ, თუ გინდათ დამზრახეთ, მაგრამ ჩემი სათქმელი უნდა ვთქვა. ჩვენ უნდა დავითრიოთ ერთი პოლიციელი, უნდა მოვ…თ დედა, დავჩეხოთ, თავები უნდა ვუჩეჩქვოთ და დანარჩენებისთვის მაგალითი იქნება”, – ამბობს ასლან ვაშაყმაძე.






















