23:44 | 2020-06-03 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

„ორგანიზაცია, რომელიც სესხის აღებაზე შუამავლობას გთავაზობთ, შესაძლოა თაღლითების მიერ იმართებოდეს!“

„ორგანიზაცია, რომელიც სესხის აღებაზე შუამავლობას გთავაზობთ, შესაძლოა თაღლითების მიერ იმართებოდეს!“

კომ­პა­ნია Mazilla.ge – ზე საქართველოს ეროვნული ბანკი ინფორმაციას ავრცელებს.

 

სებ-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, Mazilla.ge არ წარ­მო­ად­გენს სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მიერ რე­გის­ტრი­რე­ბულ მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას.

 

“დე­ტა­ლუ­რი და პე­რი­ო­დუ­ლად გა­ნახ­ლე­ბა­დი ინ­ფორ­მა­ცია ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მიერ რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ, გან­თავ­სე­ბუ­ლია ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ოფი­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­დზე და ნე­ბის­მი­ერ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს, მი­ი­ღოს მის­თვის სა­ჭი­რო და ამომ­წუ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცია.

ამას­თან, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კი კი­დევ ერთხელ აფრ­თხი­ლებს მო­ქა­ლა­ქე­ებს, გა­მო­ი­ჩი­ნონ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა ფი­ნან­სუ­რი და პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბის ინ­ტერ­ნეტ სივ­რცე­ში გა­მო­ყე­ნე­ბი­სას.

 

ბოლო პე­რი­ოდ­ში გახ­შირ­და თაღ­ლი­თე­ბის მიერ ყალ­ბი ვებ-გვერ­დე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის მომ­ხმა­რებ­ლე­ბის პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბის მო­პარ­ვის ფაქ­ტე­ბი. სა­უ­ბა­რია ისე­თი მო­ნა­ცე­მე­ბის მო­პო­ვე­ბა­ზე, რო­მელ­თა სა­შუ­ა­ლე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია მომ­ხმა­რებ­ლის ფუ­ლად სახ­სრებ­ზე წვდო­მის და ინ­ტერ­ნეტ-გა­დახ­დე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა.

 

ასეთ მო­ნა­ცე­მებს მი­ე­კუთ­ვნე­ბა სა­გა­დახ­დო ბა­რა­თის ნო­მე­რი და მისი უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­ნიშ­ნა კოდი, რო­მე­ლიც და­ტა­ნი­ლია ბა­რა­თის მე­ო­რე გვერ­დზე, ასე­ვე ინ­ტერ­ნეტ-ბან­კის, მო­ბი­ლუ­რი ბან­კის, ელექტრო­ნუ­ლი სა­ფუ­ლის მომ­ხმა­რებ­ლის სა­ხე­ლი, პა­რო­ლი და უსაფრ­თხო­ე­ბის კოდი. აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის ხელ­ში ჩაგ­დე­ბით თაღ­ლი­თე­ბი არა­სან­ქცი­რე­ბულ გა­და­რი­ცხვებს ახორ­ცი­ე­ლე­ბენ.

 

მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა
2020-05-28მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა

 

 

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კი მო­გი­წო­დებთ, გა­მო­ი­ჩი­ნოთ სიფრ­თხი­ლე, გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ ეს სა­ეჭ­ვო ან გა­ურ­კვე­ვე­ლი რე­პუ­ტა­ცი­ის ვებ-გვერ­დებ­ზე პი­რა­დი და ფი­ნან­სუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის გან­თავ­სე­ბას ეხე­ბა.

 

და­მა­ტე­ბი­თი შე­კი­თხვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, გთხოვთ, დაგ­ვი­კავ­შირ­დეთ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ცხელ ხაზ­ზე – 2 406 406“ , – ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

X