13:24 | 2020-08-23 ავტორი: Prime Time

„ორგანიზაციაში მოქმედი და ყოფილი სპეცრაზმელები არიან“ – თამაზ ხომასურიძე „თეთრ ისარზე“

„ორგანიზაციაში მოქმედი და ყოფილი სპეცრაზმელები არიან“ – თამაზ ხომასურიძე „თეთრ ისარზე“

შაქრაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის ზ.ხ-ს მამა თამაზ ხომასურიძე მცხეთის რაიონულ სასამართლოში გამოკითხვაზე იმყოფება. ხომასურიძემ თავად ისურვა გამომძიებლებს მისთვის კითხვები, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაესვა.

 

ინკვიზიტორების ჯგუფი „თეთრი ისარი“ - არის თუ არა დაჯგუფების წევრი ბრალდებულის მამა, რომელიც ნიკოლაძის ლიკვიდაციას აანონსებს
2020-08-22ინკვიზიტორების ჯგუფი „თეთრი ისარი“ - არის თუ არა დაჯგუფების წევრი ბრალდებულის მამა, რომელიც ნიკოლაძის ლიკვიდაციას აანონსებს

„ეს ორგანიზაცია არის რუსული ორგანიზაცია „ბელაია სტრელას“ ანალოგი საქართველოში, არიან მოქმედი და ყოფილი სპეცრაზმელები, კორუფციას კრიშავს და ჩუმად ეხმარებიან პოლიციას. თვითონ გამოვიდნენ ჩემთან კავშირზე, ნუ შიმშილობ ვადვენებთ ყველაფერს თვალსო, პროკურატურასთან რომ იყავიო, ნუ აშიმშილებ ბავშვსო. ხომ იცი ეს პროცესი მაინც არ დამთავრდება კანონიერადო და ჩვენ გვაცადე აღვასრულებთ სამართალსო.

 

პრესსპიკერის ვარიანტი შემომთავაზეს, თუკი რამეს გავაკეთებთ ჩვენო შენ მოგაწვდით ინფორმაციას და შენ მიაწოდე მედიასო, რაზეც უარი ვუთხარი ნუ გამრევთთქო,“

 

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება ხომასურიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ არსებობს ინკვიზიტორთა ორგანიზაცია „თეთრი ისარი“, რომელიც შაქარაშვილის ბიძის მირიან ნიკოლაძის ლიკვიდაციას გეგმავს.

 

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულის მამა ამბობს, რომ ვანო მერაბიშვილის აგენტი იყო - რა საერთო აქვს მუხროვანის ამბოხთან?
2020-08-07შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულის მამა ამბობს, რომ ვანო მერაბიშვილის აგენტი იყო - რა საერთო აქვს მუხროვანის ამბოხთან?

 

ავტორი: Prime Time

X