
„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ წერს.
„გაბარებთ ანგარიშს. გუშინ ექიმმა გააკეთა განცხადება ჩემ ჯანმრთელობაზე, რომ ცოტა დამძიმდა. მოკლედ, ექიმმა მითხრა, რომ ორგანიზმში დაიწყო ინტოქსიკაცია და თუ ამ ეტაპზე რეგულარულ გადასხმებს (მედიკამენტოზურს და არა საკვები, ეს გამორიცხულია) არ გავიკეთებ თირკმელი ვერ გაუძლებს. შემომთავაზა ჰოსპიტალიზაცია, ამაზე უარს ვამბობ.
აქედან გამომდინარე დავთანხმდი ამ ეგაპზე გადასხმებს, როდესაც თირკმელის გაჩერების რისკი მოიხსნება, შევაჩერებ გადასხმებს.
თავს ვგრძნობ კარგად. ვარ ძალიან შემართებით, წამი არ ყოფილა, რომ ვიტანჯებოდე.
დღეს წარმატება ჩემ მეგობრებს აქციაზე! გადაიყვანეთ სააკაშვილი კლინიკაში! მე გაჩერებას არ ვაპირებ,“ – წერს ელენე ხოშტარია.
ასევე დაგაინტერესებთ:
კორონავირუსის შემდგომი გართულებებით ჯერ დედა, 20 დღის შემდეგ კი შვილი გარდაიცვალა
გადაამოწმეთ, გაქვთ თუ არა მწვანე საშვი – იპოვე შენი სახელი კოვიდრეესტრში
თამარ ივერი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ქალბატონს, რომელმაც შემთხვევით მანქანა გაუკაწრა
რას პროგნოზირებს ასტროლოგი მიხეილ სააკაშვილის უახლოეს მომავალზე – შიმშილობა ცუდ დროს დაიწყო






















