
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარიან ეზუგბაია განმარტავს, რომელ წყაროს მიეკუთვნება ორი ახალი დადასტურებული შემთხვევა.
როგორც იგი ამბობს, ორი ახალი შემთხვევა მარნეულის მუნიციპალიტეტს, სოფელ მარეთს ეკუთვნის. კორონავირუსი გუშინ დადასტურებული ოჯახის ორ წევრს დაუდგინდა. ინფიცირებულები არასრულწლოვნები არიან.
ასევე, ეზუგბაია ამბობს, რომ გუშინ კლინიკაში მიიღეს სამი პაციენტი უკვე დადასტურებული დიაგნოზით, მეოთხე კი საეჭვო სიმპტომებით, რომელსაც გამოიკვლევენ.
ისინი საბურთალოს კლასტერს მიეკუთვნებიან და ერთი ოჯახის წევრები არიან.
ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში 58 პაციენტი რჩება.























