18:43 | 2021-04-10 ავტორი: Prime Time

ორი ავარია ყვარელში – მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე და უამინდობა

ორი ავარია ყვარელში – მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე და უამინდობა

დღეს ორი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ყვარლის მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა ადგილას.

 

ცოტა ხნის წინ, მსუბუქი ავტომობილების შეჯახების შედეგად დაშავებული 56 წლის მამაკაცი, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, უმძიმეს მდგომარეობაში გადაიყვანეს. ექიმების განმარტებით, ის მართვით სუნთქვაზეა და გადაუდებელი ოპერაციისათვის ამზადებენ.

 

მედიკოსების ინფორმაციით, მძიმეა მეორე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობაც.

 

ძლიერი შეჯახების შედეგად, მას ელენთა აქვს გახეთქილი და თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ქირურგიული ოპერაციისთვის გადაჰყავთ. წინასწარი ინფორმაციით, ორივე ავარიის გამომწვევი მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე და უამინდობა გახდა.

 

ყვარელში მომხდარ ორივე შემთხვევაზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლით დაიწყო.

 

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი 

ავტორი: Prime Time

X