
27 წლის 6 თვის ორსული ქალის ცხედარი, რომელიც დღეს ქუთაისში კლინიკა “ბომონდში” გარდაიცვალა, დაბა ჯვარში ოხარკალეს უბანშია დასვენებული. ხათუნა გეთია-ქობალია 11 დღე “ბომონდის” რეანიმაციის განყოფილებაში სიცოცხლისთვის იბრძოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ეს შემზარავი ფაქტი ამ ოჯახში დატრიალებული მეორე ტარგედიაა – ორსულ გოგოს მამა 8 თვის წინ ჯანმრთელობის პრობლემების გამო გარდაეცვალა…
“ზუგდიდში კოვიდით დაინფიცირდა, ექთანმა ანალიზი აუღო და… უსაშველო იყო ჩემი შვილისთვის ეს, ფილტვები აწუხებდა. რამდენჯერმე ექიმთანაც მივიდა, მაგრამ არ დახვდა”, – ამბობს გარდაცვლილის დედა.
ორსულ ქალს მამა 8 თვის წინ სიმსივნის დიაგნოზით გარდაეცვალა.მას ორი და, ქმარი და დედა დარჩა.
“მისთვის პირველი შვილი იყო… ოჯახი სიყვარულით შექმნეს, მისი მეუღლე რაინდ ქობალია იყო, შვილს ელოდებოდნენ. ჩვილიც დედასთან ერთად დაიღუპა… ეს უდიდესი ტრაგედიაა”, – გვითხრა მერის წარმომადგენელმა დაბა ჯვარში სტავრო ჭანტურიამ.
საავადმყოფოს განმარტებით, პანდემიის პირობებში მათთან ათასამდე ორსულმა იმკურნალა, ეს კი პირველი შემთხვევაა, რომელიც ფატალურად დასრულდა.
ნახეთ აუცილებლად საკითხავი ინფორმაციები ⇓
ავტორი: თეა შონია























